ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებინარი – „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები,” დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ტურიზმით დაინტერესებულთათვის ყოველთვიური ვებინარები „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები.” დაიწყო. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პირველი ვებინარის პანელისტი საერთაშორისო ექსპერტი Chiara Caiati იყო, რომელმაც Mastercard-ის მიერ საქართველოსთვის შექმნილი სტატისტიკური პლატფორმის გამოყენებით მოსალოდნელ ტენდენციებზე ისაუბრა.

ვებინარის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტმა გაანალიზა საქართველოს ტურისტულ ბაზართან დაკავშირებული საკითხები მათ შორის: ავიამიმოსვლა, ვიზიტორების დანახარჯები და მათი ქცევითი ასპექტები, კმაყოფილობის მაჩვენებლები, ფასები და სხვ. ანალიზის შედეგადშემუშავდა რეკომენდაციები

ვებინარის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვისსამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემსაქართველოში მიმდინარე ტურიზმის სტატისტიკა მიმოიხილა,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები