თამარ გაბუნია: ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ოფციის განხილვა დაწყებულია

ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ოფციის განხილვა დაწყებულია, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული ვაქცინის შემოტანა კი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არ იგეგმება.

“ძალიან ბევრი შუალედური კომპანიები გაჩნდა ბაზარზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან. ჩვენ ამ ოფციის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს. რაც შეეხება რუსულ ვაქცინა, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ოფცია არ ყოფილა ჩვენთვის. ავტორიზაციასთან ახლოს რუსული ვაქცინაც არის, თუმცა ბაზარი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინების მობილიზებას,”-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები