თენგიზ ცერცვაძის განცხადებით პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა 9 მარტს დაიწყება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ 8 მარტი დასვენების დღეა, პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა 9 მარტს დაიწყება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევიან.

„იწყებოდა ორშაბათს, 8 მარტს, მაგრამ დასვენება დაემთხვა და ამიტომ დაიწყება 9 მარტს. სამშაბათს დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი კოვიდთან ბრძოლის, ეს არის პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფების კვლევა.

შედგენილი გვაქვს სრული სია თბილისში მცხოვრები იმ მოქალაქეების, რომელთაც ბოლო 2 თვის განმავლობაში გადაიტანეს კოვიდი. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდება ამ კოვიდგადატანილი პაციენტების სახელის და გვარის ამოღება. მათ დაუკავშირდებიან ჩვენი თანამშრომლები და ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან კვლევაში.

კვლევის მიზანია პირველი ის, დავადგინოთ თუ კოვიდგადატანილთა რა პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სიმპტომი. მეორე, როგორ ნაწილდება ეს პოსტკოვიდური სიმპტომი ქალებსა და მამაკაცებში. ასევე, როგორ ნაწილდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და იმ პირებს შორის, ვინც ჰოსპიტალიზებული იყო, ან ბინაზე მკურნალობდა, როგორ ნაწილდება მათ შორის, ვისაც ჰქონდა დაავადების მძიმე ან ძალიან მძიმე ფორმა და ვისაც ჰქონდა მსუბუქი ფორმა. ამასთან, როგორ ნაწილდება სხვადასხვა გამოვლინებები და სიმპტომები“,- განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები