თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინა არის პანდემიის შეჩერების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, მხოლოდ ვაქცინა პანდემიის დასამარცხებლად საკმარისი არაა და მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს გარკვეული წესებით ცხოვრება. საუბარია პირბადეების ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვაზე.

მისივე თქმით, ასევე საჭიროა მედიკამენტიც.

“ვაქცინა არის პანდემიის შეჩერების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი. ეს კარგად უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ როდესაც ვაქცინა შემოვა, მხოლოდ მის იმედზე არ ვიყოთ. ყველა ის მეთოდი პანდემიასთან ბრძოლის, რომელსაც აქამდე ვუწევდით რეკომენდაციას, რჩება. არცერთ ქვეყანას, თვით ისრაელსაც კი, 1 წუთითაც არ შეუწყვიტავს სხვა ღონისძიებების გატარება.

მარტო ვაქცინაცია საკმარისი არაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველას ვაქცინაციას ვერ მოახდენ იმიტომ, რომ მოსახლეობის ნაწილი არ გაიკეთებს ვაქცინას. ასევე, ბავშვებს ვაქცინა არ უკეთდება. ამასთან, ვაქცინა არ იძლევა 100%-იან დაცვას და რაღაც ნაწილს ვაქცინირებულისას, მაინც დაემართება ეს ინფექცია და არაა ცნობილი, რამდენ ხანს შენარჩუნდება ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი“,- ამბობს ცერცვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები