ლევან არველაძე – „მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე – ლევან არველაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა მხარდაჭერის პროგრამას ეხება.
ამ პროგრამას საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა.
როგორც ლევან არველაძემ განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორს საგრძნობლად დაეხმარება.
„მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იმ ადამიანებს, რომლებსაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე მძიმე მდგომარეობა აქვთ, მნიშვნელოვანი შეღავათი ექნებათ. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს”  – განაცხადა ლევან არველაძემ.
ლევან არველაძემ საქართველოს მთავრობასა და დედაქალაქის მერს მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა სუბსიდირების პროგრამისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები