მარსელში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ებრაულ სკოლაში შეჭრა სცადა

საფრანგეთის ქალაქ მარსელში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ებრაულ სკოლაში შეჭრა სცადა.

გამოცემა Аctu-ს ინფორმაციით, მამაკაცი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტის დროს მოსწავლეები სკოლაში იმყოფებოდნენ, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.

მომხდარის შემდეგ პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და ქალაქში ებრაული ობიექტების დაცვა გაამკაცრა.

მამაკაცის ქმედების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები