ნათია თურნავა – „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია, გამოითხოვოს”
„ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია, გამოითხოვოს”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული. გარდა ამისა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამინისტროს ვებ და ფეისბუქგვერდზე ძალიან დეტალური პასუხი იმ ფსევდოსამართლებრივ ანალიზზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. ძალიან ნათლად ვხედავთ იმას, რომ მათი სურვილია, ანტიჰესების კამპანიას შეუერთდნენ. მათი დასკვნა ძალიან ზედაპირული და არაკომპეტენტურია. ამდენად, როდესაც გაეცნობით ჩვენს დეტალურ განმარტებას, ბევრი კითხვის პასუხს მიიღებთ,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.