უკრაინაში ვირუსის მესამე ტალღა ძალას იკრებს – ერთ დღეში ინფიცირების 10 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში, სადაც გუშინ კორონავირუსის მესამე ტალღა გამოცხადდა, ერთ დღეში ინფიცირების 10 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 577 ბავშვია და მედიცინის 345 მუშაკი.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ერთ დღეში ჰოსპიტალიზაცია 3 355 პირს დასჭირდა; 172 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 149 გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში ვირუსი 1 384 917 ადამიანს დაუდასტურდა; 26 763 პირი გარდაიცვალა, ხოლო 1 191 022 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები