სომალიში ტერორისტები ციხეში შეიჭრნენ და ასობით პატიმარი გამოუშვეს

სომალის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ბოსასოს ციხეს თავს ტერორისტული დაჯგუფება “აშ-შაბაშის” წევრები დაესხნენ​.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ციხის დაცვასთან ორმხრივი სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

ტერორისტებმა ციხეზე კონტროლის დამყარება იქამდე მოახერხეს, სანამ ადგილზე დამატებითი ძალები მოვიდოდნენ.

რადიოსადგურ Dalsan-ის ინფორმაციით, ტერორისტებმა ციხეში მყოფი 400-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა ისლამისტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები