ირაკლი ანთაძე: ვაპირებთ, კიდევ ერთხელ დავსვათ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანლის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთში შეხვედრაზე ქართული მხარე საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

ამის შესახებ მან ერგნეთში ინციდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩანიშნული 98-ე შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვაპირებთ, კიდევ ერთხელ დავსვათ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი. აღნიშნული საკითხი გაჟღერებულია ძალიან მაღალ რეგისტრში სხვადასხვა საერთაშორისო, მაღალი დონის ფორუმზე. გვაქვს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოცემულ პერიოდში, უკანონო  „ბორდერიზაციის“ შემთხვევებს“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები