ზვიად ზვიადაძე: იმედი მაქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებსაც ექნებათ იმ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, რომელსაც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვაწვდით

“იმედი მაქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებსაც ექნებათ იმ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, რომელსაც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვაწვდით”, – ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩანიშნული 98-ე შეხვედრის დაწყებამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, ზვიად ზვიადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმ საკითხებზე უსაუბრა, რომელსაც ქართული მხარე შეხვედრაზე დააყენებს.

„ვაპირებთ, ჩვენს ე.წ. ოპონენტებს შევთავაზოთ ყველა ის სერვისი და პროცედურა, რომელსაც ჩვენ ჩვენი მოქაალქეებისთვის, ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პანდემიის დროს ვახორციელებთ. იმედი მაქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებსაც მიეცემათ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადმოსვლის საშუალება და იმ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, რომელსაც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვაწვდით“, – აღნიშნა ზვიად ზვიადაძემ.

ინციდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 98-ე შეხვედრა დღეს, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები