“მინისტრებთან შეხვედრის დახურული ფორმატი მიუღებელია, ჩვენ გვინდა საჯაროობა, ყველამ შეხედოს, თუ რას ვეტყვით ერთმანეთს” – ადგილობრივი ნამახვანიდან, ვარლამ გოლეთიანი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე მხარის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მინისტრებთან შეხვედრის ის ფორმატი, რომელიც დაანონსდა, მათთვის მიუღებელია, რადგან დახურულია და გადაღება არ შეიძლება.

როგორც მან „კვირა”-სთან საუბარში აღნიშნა, უნდა მოხდეს შეხვედრის ვიდეოგადაღება და საჯაროობა.

„ჩვენ ჩვენს მოთხოვნებს არ შევცვლით და ამ ნაწილში უკუმპრომისოები ვართ. იმ ფორმატში, რომელსაც ეს შეხვედრა ითვალისწინებს, არ ვიღებთ მონაწილეობას, რადგან ფორმატი მიუღებელია – დახურულია, გადაღება არ შეიძლება. შიდა მოლაპარაკებების დონეზე არ გვსურს, რომ შევიდეთ. ჩვენ გვინდა საჯაროობა, ყველამ შეხედოს, თუ რას ვეტყვით ერთმანეთს მხარეები.
როდესაც პრემიერმა უთხრა მინისტრებს, რომ ჩადით და ხალხს შეხვდითო, მემგონი, მთლად მაგას არ გულისხმობს ის ფორმატი, რასაც თავად აწყობენ.
ჩვენ გვაინტერესებს მათი პოზიცია, რას გვეტყვიან, მოვისმენთ მათ შეხედულებებს, რათა შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ. ვგულისხმობ, რომ ან შევიკრიბებით 14-ში აქციაზე, რომელიც დავაანონსეთ ან გადავდებთ, გააჩნია, რას გვეტყვიან,“ – აღნიშნა ადგილობრივმა, ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, ადგილობრივები, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები 132-ე ღამეა, კარვებში ათენებენ.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრს – ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრს – ლევან დავითაშვილს ნამოხვანში ჩასვლა და ადგილობრივებთან შეხვედრა სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები