ანრი ოხანაშვილი: გამოკვეთილი საკითხებია, რასთან მიმართებითაც ვერ შედგება ვერანაირი კომპრომისი

“გამოკვეთილი საკითხებია, რასთან მიმართებითაც ვერ შედგება ვერანაირი კომპრომისი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიალოგი ნიშნავს არა ულტიმატუმის ენით საუბარს, არამედ – შესაძლებლობების გამონახვას.

„მოლოდინი გვაქვს, რომ დიალოგი შედგება. გამოკვეთილი საკითხებია, რასთან მიმართებითაც ვერ შედგება ვერანაირი კომპრომისი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე ულტიმატუმით ვსაუბრობთ. გვესმის, რომ დიალოგი ნიშნავს არა ულტიმატუმის ენით საუბარს, არამედ – შესაძლებლობების გამონახვას, სადაც შეგვიძლია, პოზიციები დავაახლოოთ. ვნახოთ, რამდენად იქნება ამის მზაობა ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, თუმცა, აშკარად ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან იკვეთება დაინტერესება, რომ ასეთი კომპრომისები იყოს მიღწეული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები