„გირგვლიანის მკვლელობის ზუსტი დრო გამოძიებისთვის უცნობია“

  ყოფილი მთავარი პროკურორი სანდრო გვირგვლიანის საქმეზე გამოძიების მასალებს ასაჯაროებს. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, გამოძიებისთვის დაუდგენელია სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის ზუსტი დრო – ამის შესახებ არჩილ კბილაშვილმა “ტელეიმედის” გადაცემაში “პოლიტიკის დრო” განაცხადა. “მნიშვნელოვნად არის გამოძიებული სანდრო გირგვლიანის საქმე. სუფრის სცენა აბსოლუტურად გამოძიებულია. გამოძიებულია, რა ვითარებას ჰქონდა ადგილი ციხეში. დარჩენილი იყო ერთი ელემენტი, რომელიც გამოძიებას საჭიროებდა – რა იყო გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. ვერ ხერხდებოდა ზუსტად იმის დადგენა, ის მოკლეს, თუ გაქცევის დროს გარდაიცვალა”, – აღნიშნა კბილაშვილმა.
  მისივე თქმით, გირგვლიანის საქმის ძიება მიმდინარეობდა იმ ინტენსივობით, რაც არსებულ რესურსს შეესაბამებოდა. “ჩატარდა უამრავი ექსპერიმენტი, უამრავი საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ ეჭვები არ არის გამორიცხული და არ შეიძლება ადამიანს დააბრალო მკვლელობა, თუკი ყველა მტკიცებულებით ბოლომდე არ არის გამყარებული. ეს საკითხი ამ შემთხვევაში ობიექტურ სირთულეს წარმოადგენს”, – აღნიშნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები