გამარჯვებული ბიზნესიდეა 60 000 ლარიან ინვესტიციას მიიღებს

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, იდეათონი ,,დაამზადე მომხმარებლისთვის, შეფუთე დედამიწისთვის” იწყება!

იდეათონი მეწარმეებს, ბიზნესის მფლობელებს/მენეჯერებს, საინიციატივო ჯგუფებს, გადამუშავებითა და ნარჩენების მართვით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ მათი კონცეფციები, თუ როგორ შექმნიან ბიოდეგრადირებად შეფუთვას პლასტმასისა და სხვა ერთჯერადი გამოყენების ნარჩენების ჩასანაცვლებლად.

მონაწილეების მიერ წარმოდგენილი სერვისის/პროდუქტის შექმნა და/ან განვითარება ხელს უნდა უწყობდეს ნარჩენების ნაკადის შემცირებას, რომელიც საქართველოს ნაგავსაყრელებზე ჩაედინება. წარმოდგენილი სერვისი/პროდუქტი უნდა დაეხმაროს სასტუმროს, რესტორნისა და კაფის (HORECA) სექტორს, პლასტიკური შეფუთვა ჩაანაცვლოს ბიოდეგრადირებადი ალტერნატივებით ხელმისაწვდომ ფასად.

იდეათონით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი 15 მარტამდე: https://forms.gle/zf4v2rrhLDHJWLqU8

შერჩეული იდეების ავტორები გაივლიან ორკვირიან აქსელერაციის პროგრამას, სადაც, მენტორების დახმარებით, იმუშავებენ იდეის ბიზნესმოდელის დახვეწასა და განვითარებაზე. აქსელერაციის დასასრულს, ისინი წარდგებიან ჟიურის წინაშე იდეათონის პრიზის მოსაპოვებლად.

საპრიზო ფონდი 60 000 ლარია, რომელსაც გამარჯვებული გუნდი ან გუნდები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისგან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან და გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) მიიღებენ. საყურადღებოა, რომ გამარჯვებული გუნდი ან გუნდები მიიღებენ არა თანხას, არამედ, ამ თანხის ფარგლებში მოთხოვნილ მომსახურებას ან პროდუქტს, რაც ბიზნესის დაწყების ან განვითარებისთვის იქნება საჭირო.

იდეათონი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), შესაფუთი მასალების მწარმოებელთა (PMAG) და საქართველოს ნარჩენების მართვის (GWMA) ასოციაციებთან პარტნიორობით. იდეათონი წარიმართება კომპანია ფორსეტის ორგანიზებით და ღონისძიების მედია პარტნიორია Next.on.ge.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები