პუტინის აზრით, ინტერნეტს შეუძლია, საზოგადოება შიგნიდან დაანგრიოს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ინტერნეტი მორალურ კანონებს უნდა ექვემდებარებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში – საზოგადოება შიგნიდან დაინგრევა.

ასეთი აზრი მან გამოთქვა ურთიერთდახმარების – “ერთად ვართ” საერთორუსული აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე.

“ინტერნეტში გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია გვქონდა, მაგრამ ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია. ის მაინც უნდა ექვემდებარებოდეს არა მხოლოდ ფორმალურად კანონებს, იურიდიულ წესებს, არამედ იმ საზოგადოების მორალურ წესებსაც, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ”, – თქვა მან და დასძინა, რომ “წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი საზოგადოება შიგნიდან დაიწყებს ნგრევას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები