ზახაროვამ რუსეთის შესახებ ბლინკენის განცხადებას უპასუხა

“ვაშინგტონი ყველას აღიქვამს საფრთხედ, ვინც მას კონკურენციას უწევს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. აშშ-ის პირველმა დიპლომატმა პროგრამულ სიტყვაში თქვა, რომ, ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, რუსეთი აშშ-სთვის საფრთხეს წარმოადგენს, ჩინეთი კი კონკურენტი და მოწინააღმდეგეა.

“ისინი მტრად ყველა იმას დაასახელებენ, ვინც მათ ნებისმიერ სფეროში კონკურენციას გაუწევს. ბუნებრივია, გარდა იმისა, რომ ქვეყნებთან ისინი მოკავშირეობისა და ერთიანობის დემონსტრირებას ახდენენ, არსებობს კიდევ კონკურენციის ფაქტორი, წაგების ან ისეთი კონკურენციის, რომელსაც ისინი საერთოაღიარებულ პრინციპებზე დაყრდნობით ვერ აწარმოებენ”, – თქვა ზახაროვამ.

​მისი თქმით, ვაშინგტონის ერთ-ერთი მიზანი რუსეთის შეკავებაა, რადგან “ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია, მოსკოვს არ მისცეს შესაძლებლობა, კონკურენტული იყოს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები