რუსეთში სასულიერო პირს 53 მოზარდი ბიჭის გარყვნისთვის ბრალი წარუდგინეს

რუსეთში ებრაელთა ავტონომიურ ოლქში 53 ბიჭის გარყვნისთვის ბრალი ილია წინასწარმეტყველის ტაძრის სასულიერო პირს წარუდგინეს.

როგორც რუსული მედია ძალოვან უწყებაში წყაროზე დაყრდნობით წერს, საქმეზე წისასამართლო გამოძიება დასრულებულია და საქმე სასამართლოშია გადაცემული.

აღინიშნება, რომ საქმეზე ბრალდებულია 39 წლის მღვდელმონაზონი სპირიდონი (იური აბრამოვი).

2019 წლის ნოემბერში ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მცხოვრებმა ქალმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართა, სასულიერო პირთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარონ, რადგან ეჭვობდა, რომ სპირიდონი 12-დან 16 წლამდე ბიჭების გარყვნით იყო დაკავებული.

ჩხრეკის შედეგად ძალოვანებმა აბრამოვთან ისეთი საგნები ამოიღეს, რომლებიც “ღვთისმსახურებისთვის არ არის განკუთვნილი”.

მღვდელმონაზონს ჰყავდა დამხმარე, 26 წლის სერგეი მოოსი, რომელიც, გამოძების ვარაუდით, ასევე მონაწილეობდა ბიჭების გარყვნაში 2007 წლიდან.

ორივე ბრალდებული დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები