ნათია თურნავა: ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ქართული ბიზნესისთვის

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ქართული ბიზნესისთვის.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა დიდწილად შეუწყობს ხელს პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის აღდგენას.

„პრემიერმინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ ჩავერთოთ გრძელვადიანი, ათწლიანი გეგმის შემუშავებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ქართული ბიზნესისთვის, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ქვეყნის კერძო ბიზნესისთვის და, მათ შორის, საქართველოს ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საშუალო ვადაში და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმაზომიერი განვითარება და განჭვრეტადობა. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დიდწილად შეუწყობს ხელს პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის აღდგენას და არამარტო პოსტპანდემიურ პერიოდში, არამედ უახლოესი 10 წლის განმავლობაში იქნება ქართული ეკონომიკის განვითარების გზამკვლევი. ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვართ ჩართულები ამ დოკუმენტის მომზადებაში“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები