პრემიერი: ქვეყნის გამოწვევაა ოკუპაცია, უმუშევრობა, სიღარიბე, ძალისხმევა სწორედ ამ პრობლემების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული და არა უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის გამოწვევაა ოკუპაცია, უმუშევრობა, სიღარიბე, ძალისხმევა კი სწორედ ამ პრობლემების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული და არა უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე.

“ოკუპაციის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობის გამოწვევაა ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და ჩვენი ერთიანი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. ერთიანი ძალისხმევით, ძალიან სწრაფად ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები