არჩილ კბილაშვილი ფონდ „ქართუდან“ დაფინანსებას არ გამორიცხავს

  ყოფილი გენერალური პროკურორი მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ფონდ „ქართუდან” დაფინანსების მიღებას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ არჩილ კბილაშვილმა “ტელეიმედის” გადაცემაში “პოლიტიკის დრო” განაცხადა.
“ჯერ ფონდ “ქართუდან” დაფინანსება არ მიგვიღია, მაგრამ პარტნიორობის კვალობაზე შესაძლებელია ასეთი დაფინანსება შედგეს. ეს დამოკიდებულია ცალკეულ პროექტზე, რომელიც მომავალში მუშაობისას შეირჩევა და მისი დაფინანსების საკითხი ბუნებრივია, დადგება. შესაძლებელია დაფინანსების ერთი წყარო იყოს ფონდი „ქართუ“, მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავს, რომ დაფინანსების სხვა წყაროებიც მოიძებნოს”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები