ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი. ინფორმაციას  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები