მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები დადებითად ვითარდება.

როგორც ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღეისთვის თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„დიდი ხანია, თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ შორის სავაჭრო მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ, ჩვენი მიზანია, ეს რიცხვი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. დღეს ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რისი გადადგმაც შეგვიძლია პანდემიის შემდგომ პერიოდში. ჩვენი მრავალი კომპანია საქართველოში ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. ამ ურთიერთოების განვითარებასთან ერთად, ასევე, უნდა გადავხედოთ ამ ურთიერთობების იურიდიულ საფუძვლებს და მეტად განვავითაროთ“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები