ალუდა ღუდუშაური – ოპოზიციაზე: იმედით ვუყურებთ, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს, უარს იტყვიან დესტრუქციულ ნაბიჯებზე და დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური იმედოვნებს, რომ ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან.

მისივე თქმით, ქუჩის აქციებით პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა არ შეიძლება.

“არ შეიძლება, დღეს, ამ მოცემულობაში, საქართველოში რაიმეს მიღწევა და მით უმეტეს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყოს ქუჩის აქციებით, პროტესტით, პიკეტირებითა და დესტრუქციით. თუ რაიმეს მიღწევა უნდათ, ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმატი. იმედით ვუყურებთ, რომ საბოლოოდ, საღი აზრი გაიმარჯვებს იქაც, უარს იტყვიან დესტრუქციულ ნაგიჯებზე და დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები