კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 194, იმერეთში კი 50

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარაში – 14, იმერეთში – 50, ქვემო ქართლში – 9, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 25, კახეთში – 8, მცხეთა-მთიანეთში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 367, საიდანაც: 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 180, იმერეთში – 265. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში – 96, აჭარაში – 30, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში- 4, იმერეთში – 11. 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 34 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები