საერთაშორისო სპეციალისტები საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმაში ჩაერთვებიან

ტურიზმის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო სპეციალისტები და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები. გეგმა ტურიზმის სტრატეგიის ადაპტირების, არსებული გამოწვევების დაძლევის დაინდუსტრიის ეფექტიანი აღდგენის მიმართულებით შემუშავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები