მოლდოვაში დღეს ვაქცინაცია იწყება

მოლდოვაში დღეიდან კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია იწყება. პრეპარატის პირველ დოზას მედიცინის მუშაკები მიიღებენ.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აცრა მოხდება AstraZeneca-ს ვაქცინით, რომლის პირველი პარტია რამდენიმე დღის წინ კიშინიოვს რუმინეთმა გადასცა.

მოლდოვის ხელისუფლების გეგმის თანახმად, ვაქცინაცია სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ორი თვის განმავლობაში დაგეგმილია 70 ათასი სამედიცინო და სოციალური მუშაკის აცრა.​

მეორე ეტაპზე, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში პრეპარატს შეუყვანენ 60 წელს ზემოთ პირებს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, პედაგოგებს, სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლებს, სამხედროებსა და ციხის ბადრაგებს, რაც, ჯანდაცვის უწყების დათვლით, 733 ათას ადამიანს უდრის.

მესამე ეტაპზე დანარჩენი მოსახლეობის იმუნიზაცია მოხდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი არ გამომუშავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები