კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 250, იმერეთში კი 57

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 57, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 30, კახეთში – 29, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 135, საიდანაც: 1 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 692, აჭარაში – 177, იმერეთში – 276. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში – 97, აჭარაში – 30, იმერეთში – 69. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 102 პირი, მათგან თბილისში – 70, აჭარაში- 4, იმერეთში – 12. 149 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 36 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 515 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები