საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 163 პირი

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 900 ტესტი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 163 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.01 %, – ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 900 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 895 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 005 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 461 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 379-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.78 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.4%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 265 686-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 532 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 57, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 35, გურია – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 135, საიდანაც: 1 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 692, აჭარაში – 177, იმერეთში – 276. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში – 97, აჭარაში – 30, იმერეთში – 69. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 102 პირი, მათგან თბილისში – 70, აჭარაში- 4, იმერეთში – 12. 149 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 36 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 515 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 237 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 103, ხოლო აჭარაში – 26.

სულ 6 ოქტომბრიდან – 1 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 388 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 497 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 089 პირი, აჭარაში – 394, იმერეთში – 688.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები