ზაალ უდუმაშვილი: პროტესტი გაგრძელდება და ყველა ის აქცია, რომელიც დაგეგმილია, ძალაშია

“ეს არის მშვიდობიანი აქცია, თუმცა,  ხმაურიანი აქცია. ჩვენ არ ვგეგმავთ შენობის ბლოკირებას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება და ყველა ის აქცია, რომელიც დაგეგმილი აქვს ოპოზიციას, ძალაშია.

“ეს არის მშვიდობიანი აქცია, თუმცა, ხმაურიანი აქცია. ჩვენ არ ვგეგმავთ შენობის ბლოკირებას. დეპუტატები შევლენ შენობაში, მაგრამ შესვლის პროცესში მოუწევთ ჩვენი ძალიან ხმამაღალი პროტესტის გაგონება, პროტესტი გაგრძელდება და ყველა ის აქცია, რომელიც დაგეგმილი გვაქვს ამ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში  ძალაშია”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს, რომელიც ეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ცესკო-ს ფორმირებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები