ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას ბოდიშს უხდის

სომხეთის პრემიერ – მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თავისი შეცდომებისთვის თანამემამულეებს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან ერევანში, მისი მომხრეების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე განაცხადა.

„საუბარია ჩვენ მთავრობაზე, პირადად ჩემზე. მინდა ბოდიში მოგიხადოთ მათ მიერ დაშვებული ყველა შეცდომისთვის.

მხოლოდ ხალხი უნდა წყვეტდეს, ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში. სურთ, რომ ხალხს ძალაუფლება წაართვან, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ , – განაცხადა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები