ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვარ, დავესწრო ოპოზიციასთან შეხვედრას
“მინდა, გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მე მინდა, დავადასტურო საჯაროდ, რომ მზად ვარ, ამ შეხვედრას დავესწრო”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
პრემიერის თქმითვე, ის მზადაა, კონსტრუქციული დიალოგისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
“მე მინდა, გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მე მინდა, უკვე დავადასტურო საჯაროდ, რომ მე ვარ მზად ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა. მე მინდა, ჩვენი მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ, ასე ვთქვათ, კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისა და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.