რუსეთი სომხეთთან დადებული შეთანხმებიდან გავიდა

მოსკოვი რუსეთ-სომხეთის უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა.

შესაბამისი განკარგულება რუსეთის მინისტრთა კაბინეტის მიერ არის გაცემული.

ცნობისთვის, 8 თებერვალს რუსეთ-სომხეთის უნივერსიტეტის რექტორმა, არმენ დერბინიანმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მას სომხეთის ეროვნული უსაფრთხების სამსახურის მეშვეობით მოსთხოვა თანამდებობის დატოვება.

დარბინიანი მიიჩნევს, რომ პრემიერის “მტრული დამოკიდებულება” მის და უნივერსიტეტის მიმართ უკავშირდება “დაუფარავ ანტირუსულ განწყობებს”. ამის შემდეგ უნივერსიტეტის ლექტორებმა და სტუდენტებმა რექტორის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მოგვიანებით, უმაღლეს სასწავლებელში შემოწმებები დაიწყო.

რუსეთ-სომხეთის უნივერსიტეტი 1997 წლის აგვისტოში, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები