გია ვოლსკი: ოპოზიციას აქვს ულტიმატუმი, სხვა წინადადება არ გააჩნია
პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას ულტიმატუმის გარდა სხვა წინადადება არ აქვს.
მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა.
„ოპოზიციას არ აქვს მოთხოვნა, წინადადება, მას აქვს ულტიმატუმი – არ მომწონს არჩევნების შედეგები და ახლიდან უნდა ჩავატაროთ. ეს არის ერთადერთი წინადადება, სხვა არ გააჩნიათ. საერთაშორისო თანამეგობრობა ეუბნება, რომ ურთულესი სიტუაციაა რეგიონში, თანაც არჩევნები არ გაყალბებულა, ყველა ამას მიუთითებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.