სინოპტიკოსები დღეიდან ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ

   სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ. როგორც გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5-დან 10 გრადუსამდე იქნება. ასევე, გასულ ღამეებთან შედარებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ყინვაც შესუსტდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა +4 გრადუსს მიაღწევს. სინოპტიკოსები საქართველოში უნალექო ამინდს 11 თებერვლამდე პროგნოზირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები