თამარ ტალიაშვილი საქპატენტის ხელმძღვანელობას შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტის) თავმჯდომარეს, მინდია დავითაძესა და მის მოადგილეს, ნინო ჩიქოვანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აქტუალობაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულების მიზნით ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მნიშვნელობას.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური თუ კულტურული განვითარებისათვის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა კრეატიულ და ინოვაციურ სფეროებში არსებითად მნიშვნელოვანია. საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ახალგაზრდობის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში მათთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენენ ახალი ტექნოლოგიების ასევე ინტერნეტში საავტორო ნაწარმოებების ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს. ასევე, მათ განსაკუთრებით დიდი პოტენციალი გააჩნიათ, თავად შექმნან ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქცია, იქნება ეს დიზაინი, გამოგონებები, სახელოვნებო თუ ლიტერატურული ნაწარმოები. შესაბამისად, ჩვენ მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ახალგაზრდებზე ორიენტირებული და მათზე მორგებული პროექტების შესამუშავებლად. შეხვედრის დასასრულს მხარეები თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და კომიტეტსა და საქპატენტს შორის სამომავლო ურთიერთობების მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები