სომხეთში აქციის მონაწილეები სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ

ერევანში აქციის ათობით მონაწილე ერთ-ერთ სამთავრობო შენობაში შეიჭრა.

დღევანდელი აქცია პარტია “დაშნაკუცუნის” ახალგაზრდული ფრთის მიერ არის ორგანიზებული.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, “ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ვითხოვთ. ჩვენი დღევანდელი აქციით ვაჩვენეთ, რომ ჩვენთვის დახურული კარები არ არსებობს და შეგვიძლია, ნებისმიერ სამთავრობო შენობაში შევიდეთ”.

დღეს ასევე ერევანში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები