ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა.
ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.
შარლ მიშელმა ოფიციალური შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტსა და პრემიერთან. მიშელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთანაც გამართავს შეხვედრას.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან.
შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია.