გოჩა ენუქიძემ პარმენ მარგველიძესა და ბადრი ლიპარტელიანთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, პარმენ მარგველიძესა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან, ბადრი ლიპარტელიანთან ერთად ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

დეპუტატის განცხადებით, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო, სადაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები განიხილეს.

,,მსგავსი ტიპის შეხვედრა ჩვენი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება, რაც უზრუნველყოფს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების კოორდინებული მუშაობით მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების დროულად მოგვარებას”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები