პარიზის სასამართლო ნიკოლა სარკოზის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

 

პარიზის სასამართლო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საქმეზე, რომელსაც კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, განაჩენს დღეს გამოაცხადებს.

66 წლის ნიკოლა სარკოზის ბრალი მოსამართლის იმ მიზნით მოქრთამვის მცდელობაში ედება, რომ 2007 წლის მისი საპრეზიდენტო კამპანიის გამოძიების შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა. სარკოზი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ყოფილი პრეზიდენტის გარდა, საქმეში მისი ადვოკატი ტიერი ჰერცოგი და ყოფილი მოსამართლე – ჟილბერ აზიბერი ფიგურირებენ.

პროკურორები სარკოზისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ, მათგან ორი შესაძლოა, იყოს პირობითი.

სარკოზის წინააღმდე ეს უკვე მეოთხე აღძრული საქმეა. 2020 წლის 16 ოქტომბერს მას ბრალი წარუდგინეს “დანაშაულებრივ ჯგუფში” მონაწილეობაში, საქმე ეხება 2007 წელს მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ლიბიიდან.

გარდა ამისა, 15 მარტი -15 აპრილის შუალედში კიდევ ერთი სასამართლო განხილვა უნდა გაიმართოს, რომელიც 2012 წლის საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებას მიეძღვნება, რომელშიც ხარჯი შემცირებულად არის ნაჩვენები.

ნიკოლა სარკოზი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2012 წლებში იყო, ქვეყნის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც ბრალდებულთა სკამზე აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები