ბრიტანეთის მოსახლეობის 30% უკვე აცრილია

“ბრიტანეთში 20 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“ბრიტანეთში 20-მა მილიონმა ვაქცინა უკვე მიიღო, ეს არის უდიდესი ეროვნული მიღწევა და მოხალისეების, შეიარაღებული ძალებისა და უამრავი სხვა ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგია. მოვუწოდებ ყველას აცრისკენ. თითოეული ნემსი ვირუსთან ბრძოლას აუმჯობესებს”, – წერს ბრიტანეთის პრემიერი.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა, ჯონსონის მიერ დასახელებული რიცხვი შეადგენს მოსახლეობის თითქმის 30%-ს.

ამასთანავე, ვაქცინის მეორე დოზა მხოლოდ ერთ მილიონს აქვს მიღებული.

ბრიტანეთში მოსახლეობის ვაქცინაცია AstraZeneca-სა  და Pfizer-ის პრეპარატით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები