მიხეილ სარჯველაძე: ველით, რომ ახალი პერსპექტივები გაჩნდება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით

“ველით, რომ ახალი პერსპექტივები გაჩნდება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია.

„ეს ვიზიტი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი საქართველოში იმ დროს, როდესაც ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფო, მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომუნიკაცია და შესაძლებლობა ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გადაუჭარბებლად შეიძლება  ითქვას, რომ ერთ-ერთი საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი გახლავთ. დიდი იმედია იმის, რომ მომდევნო ჰორიზონტებსაც გამოაჩენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ველით, რომ ახალი პერსპექტივები გაჩნდება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით. ეს მთავარი საკითხია, რომელსაც მთლიანად ეთმობა ვიზიტი და რომელთან დაკავშირებითაც შეხვედრები იმართება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს გუშინ ეწვია. შარლ მიშელმა ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები