ტრამპი არ გამორიცხავს, რომ 2024 წელს პრეზიდენტად კენჭს იყრის

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტად კენჭი შესაძლოა, ისევ იყაროს.

ფლორიდაში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მან თქვა, რომ დემოკრატები 2024 წელს არჩევნებში დამარცხდებიან.

მან ისევ გაიმეორა მოსაზრება, რომ 2020 წლის არჩევნებში კი არ დამარცხებულა, არამედ გაიმარჯვა.

“ვინ იცის, შესაძლოა, მესამედაც მომინდეს მათი დამარცხება”, – თქვა მან.​

მისი თქმით, ქვეყანას არჩევნების რეფორმა სჭირდება.

“არჩევნები გაყალბდა, უზენაესმა და სხვა სასამართლოებმა არ მოისურვეს, ამის წინააღმდეგ რამე ექნათ. არჩევნების რეფორმა გვჭირდება. ასეთი მომავალში არ უნდა დავუშვათ”, – თქვა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

რეფორმების სახით, მან თქვა, რომ უნდა მოხდეს რეგისტრაციის ნორმების გამკაცრება, ამომრჩევლის რეგისტრაციის გამკაცრება, კენჭისყრის ერთიანი დღის დაწესება და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები