რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ დღეიდან საქართველოში შემოსვლას PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით

პისიარტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ.

ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით, დღეიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

ამასთან, სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ნარჩუნდება ამ დრომდე მოქმედი რეჟიმი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები