“მსგავსი რამ ამორალურია, თუმცა მორალზე თქვენთან არ ვისაუბრებ, რადგან ეგ თქვენთვის უცხო ხილია” – “wine khakheti”-ის დირექტორი ნოდარ მელაძეს

კომპანია “wine khakheti”-ის დირექტორი ლევან ზილფიმიანი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინ საღამოს ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელის 99% ტყუილს შეიცავდა და ეხებოდა ე. წ. რუსი ოლიგარქის მჭიდრო კავშირებს თამაზაშვილებისა და ღარიბაშვილების ოჯახებთან! აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთელი კვირის მანძილზე, სანამ სიუჟეტი მზადდებოდა, გადაცემის ავტორი, მაკა ჩიხლაძე, არც ერთხელ არ გამომეხმაურა! უფრო მეტიც, ჩემი მოთხოვნის მიუხედავად რომ ჩემგან მიეღო ზუსტი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ, არ დაინტერესდა! მე გახლავართ სიუჟეტში ნახსენები “wine khakheti” დირექტორი და რობერტ ხახალევის მინდობილი პირი, (იგივე რობი ზილფიმიანი) ეს ადამიანი ჩემი ალალი ბიძაა (მამის ძმა) რომელიც ჯერ კიდევ 35 წლის წინ (საბჭოთა კავშირის დროს წავიდა რუსეთში იქ შექმნა ოჯახი და დაიწყო ბიზნესი!) ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც გახლავთ ამავდროულად რუსეთის მოქალაქეც! დიახ, ბატონებო! ეს ადამიანი, წარმოშობით ქართველი, საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს და ამ დროისთვის დასაქმებული გვყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-მდე ოჯახი. “საქართველოს ბანკიდან” გვაქვს რამდენიმე მილიონის სესხი აღებული, ვაშენებთ ვენახებს და მომავალში ვგეგმავთ ქარხნისა და სასტუმროს მშენებლობას.. (მინდა გითხრათ, რომ ჯამში სულ გვაქვს 135 ჰექტარი მიწა და ამას კვადრატულობით არავინ ითვლის რაც სიუჟეტში თქვეს) ხოლო თუ მაინც გვინდა რომ მასე დავთვალოთ, კიბატონო, მაშინ მოგახსენებთ რომ მაგალითად, თქვენს დამფუძნებლებს და დამფინანსებლებს (ტვ პირველი) აქვთ დაახლოებით 80 და მეტი “ვატიკანის” ხელა მიწები ეს ყველაფერი არის ღია და საჯარო ინფორმაცია! ამავდროულად მინდა მოგახსენოთ რომ, ლექსო თამაზაშვილი არის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი, მეჯვარე, ნათელმირონი (20 წელზე დიდი ხანია) დიახ, ჩვენ ძმაკაცობის გარდა ვართ ამ ბიზნესში პარტნიორებიც და ეს სკანდალის საფუძველია? მოგიკითხავ ნოდარ და გეტყვი რომ მსგავსი რამ ამორალურია თუმცა მორალზე თქვენთან არ ვისაუბრებ, რადგან ეგ თქვენთვის უცხო ხილია! რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, გიდასტურებთ რომ, მისი ოჯახის გულშემატკივარი ვარ, ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, თუმცა რა შუაშია ჩვენს ბიზნესთან ან საერთოდ რუსეთთან ? რა საბუთით ამტკიცებთ ამას? ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე! პ.ს ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ეს ცილისწამება არ დარჩება უპასუხოდ, მოგთხოვთ პასუხს ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ ტყუილის ტირაჟირებაში! ღმერთი მაღალია და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს!“ ,- წერს ლევან ზილფიმიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები