“მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი წინა რეჟიმის დროს რომ დაგეწერათ და გამოგექვეყნებინათ საკუთარ ქვეყანასა და პროფესიულ ღირსებას დაიცავდით” – თამთა მეგრელიშვილი
“მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი წინა რეჟიმის დროს რომ დაგეწერათ და გამოგექვეყნებინათ საკუთარ ქვეყანასა და პროფესიულ ღირსებას დაიცავდით!”, – ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“https://manifest.ge/mobile/item/3208
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი წინა რეჟიმის დროს რომ დაგეწერათ და გამოგექვეყნებინათ საკუთარ ქვეყანასა და პროფესიულ ღირსებას დაიცავდით!
კარგად გახსოვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მჯდომი ერთი ცნობილი ადამიანი,(სახელსა და გვარს არ დავასახელებ)ეგრეთ წოდებულ “ვიორსტკას” სცენარს როგორ გიწერდათ.
მის მიერ იწერებოდა საინფორმაციო პოლიტიკა, მთელი დღის საინფორმაციო გამოშვებების დღის წესრიგი, გასაკეთებელი რეპორტაჟები, ჰედლაინები, სახელდებოდნენ კონკრეტული სპიკერები, ექსპერტები, რომლებსაც მზა ტექსტები ეძლეოდათ თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე, რომ შემთხვევით სხვა რამ არ წამოსცდენოდათ.
მოკლედ, მისი დაწერილი ტექსტებისა და საინფორმაციო დღის წესრიგის შინაარსით ყვაოდა ქვეყანა …
ხმას არ იღებდით, მესმის, ამოიღებდით და… არ მითხრათ, რომ დღეს მონიჭებული პროფესიული თავისუფლება დისკომფორტს გიქმნით. მზა შინაარსით ტექსტების კითხვა და შიში, ერთი სიტყვა სხვანაირად არ წამოგცენოდათ, მოგენატრათ?! გადახედეთ ვიდეო ჩანაწერს, დაწერილი ტექსტის იდენტური წაკითხვის მანერა, იდენტური სიტყვათა წყობა, ამოსუნთქვისას პაუზაც კი… ფიქრობთ, რომ ამას იმსახურებდა პროფესია “ჟურნალისტი”?! “გაუპატიურებული” ჟურნალისტიკის ბნელ ოთახში დაბრუნება მოგენატრათ?!”,- წერს მეგრელიშვილი.