სტრასბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბავშვებისთვის უფასო გახდება

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში არასრულწლოვნებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “Le Parisien” ავრცელებს.

აღნიშნული შეღავათის გამოყენებას 80 ათასამდე ადამიანი შეძლებს. ამისთვის სატრანსპორტო კომპანიაში მოქალაქემ უნდა წარადგინოს აღნიშნულ ქალაქში ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი. ორშვილიანი ოჯახები აღნიშნული შეღავათიდან გამომდინარე წელიწადში დაახლოებით 550 ევროს დაზოგავენ. ქალაქის ადმინისტრაციის განმარტებით, აღნიშნული შეღავათი ეკოლოგიურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს, ვინაიდან მშობლებს შვილების სკოლაში მიყვანა საკუთარი ტრანსპორტით აღარ მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები