მილანსა და ტურინში კარანტინი გამკაცრდა

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანსამ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც მოქმედი საკარანტინო შეზღუდვები მკაცრდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Ansa“ ავრცელებს.

ქალაქი მილანი და რუტინი ორშაბათიდან, 1 მარტიდან „ნარინჯისფერი“ რისკის ზონის სტატუსს მიიღებენ. ამავდროულად, რეგიონი მოლიზე და ბაზილიკატა „წითელი“ ზონის სტატუსს მიიღებენ.

შეზღუდვები მოიცავს ბარებისა და რესტორნების დაკეტვას, ასევე საქალაქთაშორისო გადაადგილების აკრძალვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები