ბრიტანეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში SARS-CoV-2-ით ინფიცირების 7 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული წლის ოქტომბრის თვიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სამთავრობო ვებგვერდებზე ვრცელდება.

„ინფექციის გავრცელების ტემპი იანვრის დასაწყისიდან იკლებს, როდესაც დღე-ღამეში 50-60 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. პანდემიის დაწყებიდან ბრიტანეთში კორონავირუსით საერთო ჯანში 4,17 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ცნობილია, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 290 ინფიცირებული დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები