გიგა ბოკერია – თაკო ჩარკვიანისთვის არცერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია და არც ახლა ვაპირებ სერიოზულად აღქმას

თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არცერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია“,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებას.

„პოსტს არ გავცნობილვარ, მაგრამ ამბავი ვიცი. თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არცერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი და არც ახლა სერიოზულად აღქმას არ ვაპირებ“, -აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ,  თაკო ჩარკვიანმა  სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიასა და ნინო ბურჯანაძის შესახებ დაწერა: „ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი ,”ბოკერია- ბურჯანაძის” პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა!”- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები